ბავშვთა უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია

01/06/2016

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ბავშვთა უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა. სამედიცინო შემოწმების პროცესს პირადად დაესწრო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ქვეყნის პირველი ექიმი პაციენტებს გაესაუბრა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მედიკოსებისგან მიიღო.
უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანს ბავშვზე ზრუნვის მიმართულების გაძლიერება წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0