ახლა სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი პრობლემიდან გაქცევაა, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ახლა მთავარია აღნიშნული მასალების შემქმნელის და გამავრცელებლის პოვნა და სამაგალითოდ დასჯაა, რადგან ყველამ დაინახოს, რომ მსგავსი ქმედებები უმკაცრესად და სამაგალითოდ ისჯება.
“სახელმწიფოს მიაყენეს შეურაცხყოფა, არამარტო მის ერთ-ერთ მოქალაქეს. ეს პირდაპირი დარტყმაა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და ამას უნდა გაეცეს სათანადო პასუხი. ყველა ვინც ამაში მონაწილეობდა, ვინც გადაიღო, ვინც გაავრცელა, გავრცელებაში ხელი შეუწყო და სხვა, კანონის მიხედვით უნდა დაისაჯონ, რომ შეწყდეს ეს ამბავი, ერთხელ და სამუდამოდ. მე არ მგონია, რომ ახლა მთავარი სასჯელის გამკაცრება იყოს. ეს არის პრობლემიდან გაქცევა. სინამდვილეში, მთავარია ვიპოვოთ და დავსაჯოთ მაქსიმალურად, რასაც ახლა გულისხმობს კანონი. მერე თუ გნებავთ მაგაზეც ვიმსჯელოთ. მე მომხრე ვარ, რომ ძალიან მკაცრი იყოს სასჯელი, მაგრამ საკმარისად მკაცრია იმისთვის, რომ დაისაჯოს, მთავარია ვიპოვოთ”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილი კანონში ცვლილებების შეტანასაც არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ “რესპუბლიკელები” ნებისმიერ ცვლილებას დაუჭერენ მხარს, რაც მოსმენების საკითხის გაუმჯობესებას უკავშირდება.
” მოსმენების კანონში ცვლილებები შესაძლოა შევიდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ წუთას ეს პრობლემებიდან გაქცევაა. ჩვენ რაც ახლა გვინდა, ეს არის ამ ხალხის პოვნა და დასჯა. დანარჩენი არის ლაპარაკი. რა უნდა მათ პოვნას ვინც ამას აკეთებდა? მთელი სისტემა იყო. ამას ერთი და ორი კაცი ხომ არ აკეთებდა შინაგან საქმეთა სამინისტროში?! ათასობით ადამიანი ემსახურებოდა. არავინ არ დასჯილა. ალბათ ყველას უთხრეს – რა კარგი ბიჭები ხართ, ახლა ჩვენ გაგვიკეთეთ. არ ვიცი რა ხდება, ამიტომ ეს უნდა იქნას გამოკვლეული და უმკაცრესად დასჯილი. კარგია, რომ პრემიერის პოზიციაც ასეთია. ახლა ვნახოთ რამდენად შევძლებთ ამის გაკეთებას”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.