„ახალციხის ციხეზე““Chekin Georgia”-ს კონცერტი,თურქეთში გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო,სადაც მონაწილეობას ბენდი „Grooverpohonics“, “T Blues mob”კოკა ცქიტიშვილი და მისი ბენდი, ჯგუფი ფლეში იღებდნენ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, პროექტ “Chekin Georgia”-ს მიზანია 2016 წლის განმავლობაში საქართველო კულტურულ ცენტრად გადაიქცეს და ტურისტები მოიზიდოს.“-ძალიან მაღალი დონის კონცერტი იყო,მე მათთან ერთად შევასრულე სიმღერა და მათგან სიმბოლურად საჩუქარიც მივიღე.მიხარია,რომ ჩვენს ქალაქს ასეთი გამორჩეული მუსიკოსები სტუმრობენ“-აღნიშნა ახალციხეში მცხოვრებმა მარიამ მაკარიძემ.
“ახალციხის ციხეზე”„Chekin Georgia”-ს კონცერტი გაიმართა
16/07/2016