შალვა ახალციხელობის ხსენების დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გაჟღერდა ინიციატივა, ფონდი „განვითარება და გარემო”-ს მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის- 100 000 (ასი ათასი) სხვადასხვა სახეობის ნერგის გადაცემის შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურისა და სამცხე-ჯავახეთის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები, ფონდი ,,განვითარება და გარემო“- ს დამფუძნებელი თემურ ტყემალაძე, ამავე ფონდის დირექტორი გოჩა კობერიძე, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რამაზ კილაძე. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქალაქ ახალციხის შემოგარენში ურბანული ტყის გაშენების პერსპექტივა, მუნიციპალიტეტში სანერგე მეურნეობის აღდგენის საკითხი. ტყის განაშენიანების პროცესი დაიწყება 2023 წლის გაზაფხულზე, მანამდე დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც განახორციელებს კონკრეტული ლოკაციების შერჩევა – მომზადებას, სადაც გაშენდება სხვადასხვა სახეობის ნარგავები, მათ შორის უპირატესობა მიენიჭება ენდემურ ჯიშებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიზანშეწონილია ღონისძიების მასშტაბურობიდან გამომდინარე სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთოს მუნიციპალიტეტში მოქმედი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი, საზოგადოების ფართო ფენები, სტუდენტები და ახალგაზრდები.
ახალციხის შემოგარენში ურბანული ტყის გაშენების პერსპექტივაა
12/08/2022