ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი. აქ საძელსა და მის მეზობელ სოფელ ხაკში მცხოვრები პატარები სკოლაში მისვლამდე საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. ბაღის მშენებლობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 54 200 ლარი მოხმარდა. რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში ადგილობრივები დასაქმდნენ.
ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ გახსნეს.
2014 წლამდე ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 8 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა.
ბოლო ორი წლის მანძილზე აშენდა 5 ახალი საბავშვო ბაღი, ესენია სოფლების – ურავლის, მინაძის, წნისის, საძელისა და ქალაქ ვალეს ე.წ. მეორე შახტის დასახლების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები.
მიმდინარე წელს ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნება ასევე სოფლებში ფერსაში, ანდრიაწმინდაში, წინუბანი-გურკელსა და სვირში.
დღეისათვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 13 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც საჭირო უნარ-ჩვევებს 630 აღსაზრდელი ეუფლება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
17/02/2017