ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სიმბოლიკის (გერბის და დროშის) კონკურსი გამოაცხადა

12/04/2016

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) მისაღებად კონკურსი გამოაცხადა.
მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, გარდა სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) შექმნის მიზნით, ჩამოყალიებული დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებისა.

ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია 1 აპრილიდან-6 მაისის ჩათვლით, 9:00 სთ- დან-18:00-სთ-მდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასება 2016 წლის 10 მაისიდან -17 მაისის ჩათვლით მოხდება, შედეგები ცნობილი კი 17 მაისს გახდება.
კონკურსში გამარჯვებულს პრემიის სახით 1250 ლარი გადაეცემა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0