ახალციხის მუნიციპალიტეტში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღება შეუფერხებლად მიმდინარეობს

03/08/2022

ახალციხის მუნიციპალიტეტში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღება შეუფერხებლად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში დაახლოებით 900 ჰექტრამდე თავთავიანი მარცვლეული კულტურებია დათესილი, რაც გასულ წელთან შედარებით 10-12% პროცენტით მეტია. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსავლის აღებაზე 11 კომბაინი მუშაობს, მათ შორის 5 კომბაინი ეკუთვნის სოფლის მეურნეობის „ ლიჯისტიკისა და სერვისების“ კომპანიას, დანარჩენი კი კერძო სექტორის წარმომადგენლებს. სოფლებში მოსავლის აღების პროცესს კოორდინაციას შესაბამის სამსახურებთან ერთად ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და მერიის სოფლის მეურნეობის საკითხებში სპეციალისტები უწევენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0