ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება

28/07/2022

ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება. პროექტის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე სრულად გაზიფიცირებულია სოფლები ანდრიაწმინდა, ანდა, წყორძა, ხეოთი, ურაველი, მუსხი, ივლიტა, წნისი და მიმდინარეობს მოსახლეობის გამრიცხველიანების პროცესი. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად 10 სოფელში, დამატებით 1700 ოჯახს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ბუნებრივი აირით. ამ დროისთვის ქსელში უკვე ჩართულია ანდრიაწმნდაში – 64 ოჯახი, ანდაში 12 ოჯახი, წყორძაში 18 ოჯახი, ახალშენის დასახლებაში 4 ოჯახი და მუსხში 2 ოჯახი. სოფელ მუსხში, მელიქიძეებისა და ივანიძეების ოჯახში გაზი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა ერთობლივად აანთეს. ახალციხის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სოფელ წყრუთსა და კლდეში. ასევე, გაზი აინთო სოფელ ჭობარეთშიც. ბესიკ ამირანაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან როსტომ მაგრაქველიძესთან ერთად ჯვარიძეების ოჯახს ეწვია და გაზი პირადად აანთო. ასპინძის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე სრულად გაზიფიცირებულია სოფლები ჭობარეთი, ძველი, ორგორა, საყუდაბელი, ოშორა, იდუმალა და მიმდინარეობს მოსახლეობის გამრიცხველიანების პროცესი. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად 6 სოფელში, დაახლოებით 400 ოჯახს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ბუნებრივი აირით. ამ დროისთვის ქსელში უკვე ჩართულია ჭობარეთში – 51 ოჯახი, ძველში – 40 ოჯახი, ოშორაში 107 ოჯახი. შპს „ინტერ გაზის“ დირექტორმა ვასილ აბულაძემ სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც დასრულებული, ისე მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0