ახალციხეში 9 ქუჩა წესრიგდება

01/08/2016

ქალაქ ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩაზე საავტომობილო გზის 1148 მ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ასტორია“ ახორციელებს. აღნიშნულ ქუჩაზე უკვე დაიგო ასფალტო ბეტონის პირველი ფენა, მოეწყო სანიაღვრე არხები და გაკეთდა წყლის კოლექტორი. რაც შეეხება ანდრია პირველწოდებულის ქუჩას ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სრულდება დაიგო ასფალტის 2540 მ2 საფარი. მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობა. სამუშაოებს ტენედერში გამარჯვებული კომაპანია შპს „მესხეთაბვტოგზა“ ასრულებს. როგორც ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე აცხადებს გზის საფარის აღდგენის პროცესი ვადების დაცვით დახარისხიანად ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0