ახალციხეში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდა

25/12/2018

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი – ბ​ესიკ ამირანაშვილი ახალციხის ცენტრალურ პარკში გამართულ საახალწლო ღონისძიებას დაესწრო. დღეს, ახალციხეში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა. ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად, მხარის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. გაიმართა კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები – სტუდია „პალიტრა“ და „მესხეთი“ მონაწილეობდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0