ახალციხის ხელოვნურ ტბაზე 11-12 და 13 ივლისს, ტურისტებს და ადგილობრივებს საშუალება ჰქონდათ ნავით უფასოდ გაესეირნათ. სამ დღიანი აქცია ახალციხის ა(ა)იპ ტბის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მოხდა. „სასიამოვნო სიახლეა, რადგან ტბაზე უფრო მეტი ხალხი გაისეირნებს. ერთფეროვანი დღის შემდეგ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ საღამოს მეგობრებთან ერთად ნავით გაისეირნონ. უფასო აქციამ კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა ტბა“-აცხადებს სტუდენტი თამარ გოგოლაური. 7 წლის სალომესთვის კი ეს ამბავი უჩვეულოდ, საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. „დღეს პირველად ვიჯექი ნავში, ძალიან ლამაზი იყო შიგნით ტბა, ყველა ჩემს მეგობარს ვურჩევ, რომ მოვიდნენ ტბაზე“- ამბობს სალომე ნასყიდაშვილი. მიმდინარე წელს „ ახალციხის ტბაზე“ გაკეთდა სავარჯიშო ტრენაჟორები, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, ტბის ადმინისტრაციამ შეიძინა 5 ცალი ნავი . აღნიშნულ სიახლეებს ქალაქ ახალციხის მერი ადგილზე გაეცნო „მე ამ სიახლეს, რამდენიმე ხნის წინ ვაანონსებდი . მოგეხსენებათ ახალციხე ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველი და საინტერესო ქალაქი გახდა. ახლა „ახალციხის ციხის „ კომპლექსის გარდა ტურისტებისთვის ასევე ადგილობრივებისათვის მიმზიდველი ადგილი ტბაც გახდება „ – აცხადებს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე
ახალციხეში ტბა ტურისტული სეზონისთვის მზად არის
13/07/2016