ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

Tuesday December 12th, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილი ესწრებოდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ ბოხაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ, სადაც მომდევნო თვეებში სრულად აიზომება მიწის ნაკვეთები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, პარლამენტარი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0