ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჩუნჩხისა და პტენას გაზიფიცირება დასრულდა

27/10/2023

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, მოადგილე დავით ვარდიაშვილთან, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს მარინა გაჩეჩილაძესთან, ახალქალაქის მერ მელქონ მაკარიანსა და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანთან ერთად გაზი, სიმბოლურად, ჩუნჩხაში – რამაზ მიქელაძის, ხოლო პტენაში ავთანდილ შავაძის სახლებში აანთო. ორივე სოფელში ჯამში 142 ოჯახი ცხოვრობს. ამ ეტაპზე ოჯახების ინდივიდუალური დაერთებები მიმდინარეობს და მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა ბუნებრივი აირით სარგებლობას წელს პირველად შეძლებს. გაზიფიცირების სამუშაოები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა იმ სოფელში განხორციელდება, სადაც ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ არის. ამასთან, სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ორივე სოფელში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებები მოინახულა, სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს, ასევე, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს შეხვდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0