ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია მოეწყო

21/04/2022

დედამიწის დღესთან დაკავშირებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია მოეწყო. აქციაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა,ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატთან, სამველ მანუკიანთან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან, მელქონ მაკარიანთან, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მერიას 250 ფიჭვის ,ნაძვის და ტუსიას ნერგი შპს “აისიმ” აჩუქა, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე დაირგო, მათ შორის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის პირებზე და კარწახის მიმდებარე ტერიტორიაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0