ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიკამში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

08/11/2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიკამში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საზეიმო ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე, ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობების ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ორჯონიკიძე ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი ესწრებოდნენ. ახლად აშენებული საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. ბაღში ამჟამად 2 ჯგუფია და 47 ბავშვი სწავლობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0