საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ახალ შიდა ავიამიმართულებებს ამატებს. 10 მარტიდან ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება ავიარეისები ნატახტარი – ქუთაისისა და ქუთაისი – ნატახტარის მიმართულებით. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, რეისზე ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით იქნება 50 ლარი, ბავშვებისთვის – 35 ლარი, ხოლო ჩვილთათვის მგზავრობა უფასო იქნება.
ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება ფრენები მესტია – ქუთაისი და ქუთაისი – მესტიის მიმართულებით, ერთი მიმართულებით ბილეთის ფასი იქნება 40 ლარი, ბავშვებისთვის – 28 ლარი, ჩვილებისთვის უფასო.
ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით ხორციელდება რეისები კვირაში 4-ჯერ (ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას), ბილეთის ფასი 65 ლარია, ხოლო ბავშვებისთვის – 45 ლარი.
რეისებს ავიაკომპანია “სერვისეარი” შეასრულებს. ნატახტარი – მესტიის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია Vanilla Sky-ში.