ახალი საწარმოები ბარისახოსა და მაღაროსკარში გაიხსნა

03/10/2016

,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება საქართველოში’’- პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს’’ (RCDA) და OXFAM საქართველოს კონსორციების მჭიდრო თანამშრომლობით, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაიხსნა ორი საწარმო ბარისახოსა და მაღაროსკარში.
სოფ. ბარისახოში გაიხსნა მცენარეული ჩაის გადამამუშავებელი კოოპერატიული საწარმო ,,არაგველები’’, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს დეკის ჩაისა და სხვა მცენარეული ნარევების წარმოება.
სოფ.მაღაროსკარში გაიხსნა ,, თაფლის სახლი ფშავში’’, სრულად აღჭურვილი თაფლის საწარმო, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მეფუტკრეობა და ფშაური თაფლის წარმოება.
საწარმოების გახსნას ესწრებოდნენ: ,,სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს’’ დირექტორი როსტომ გაბისონია, ოქსფამის წარმომადგენელი გიორგი დათუსანი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა არაბული, რეგიონალური განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა გივიშვილი და სხვანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0