ახალი მინისტრი თანამშრომლებს ყოფილმა მინისტრმა წარუდგინა

28/11/2016

ახალი მინისტრი, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა წარუდგინა. როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, სამინისტროს საკმაოდ რთულად შესასრულებელი გრანდიოზული პროგრამა აქვს დასახული. მან ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა ამ რთული მისიის შესრულებაში. ზურაბ ალავიძემ ნოდარ ჯავახიშვილს სამინისტროში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალ-ღონეს არ დაზოგავს, რათა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმატებული საქმიანობა კიდევ უფრო შედეგიანად გაგრძელდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0