თხილის აგროტექნიკა მარტო მოსავლის აღებით არ განისაზღვრება!!!! ვითვალისწინებთ, რა ადგილობრივი ფერმერების მზარდ მოთხოვნილებას თხილის კულტურის პირველად წარმოებაზე შემოგთავაზებთ ყველა მნიშვნელოვან დეტალებს, რომელიც თხილის პირველად წარმოებაში სასოფლო-სამეურნეო სანიმუშო პრაქტიკითაა ცნობილი. 2016 წელმა დაგვანახა, რომ თხილის მოსავლის ხარისხი და რაოდენობა დიდად არის დამოკიდებული, სავეგეტაციო და მოსვენების პერიოდში დაგეგმილ და ჩატარებულ აგროტექნიკურ ღონისძიებებზე. გურიაში და მათ შორის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც თხილის წარმოება საგრძნობლად განვითრდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში. თხილის პლანტაციამ 2000 ჰა მიაღწია.პარარელურად მიმდინარეობს 3000 ჰა-მდე ფართობების ტყე ბუჩქნარებისგან გაწმენდა, გასუფთავება და პლანტაჟი,რომელზეც ახალი პლანტაციები უნდა გაშენდეს. ქვეყანაში 60-650ათასი ტონა თხილი იწარმოება.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კი 3000-3200 ტონამდე. საშუალოდ 1 ჰა-ზე თხილის საშუალო მოსავალი ადგენს 1,6-1,7 ტონას. თუმცა ჯიშების შერჩევისა და ინტენსიური ტექნოლოგიის ხარჯზე საშუალო მოსავალმა შესაძლებელია 2,8-3,5 ტონამდე მიაღწიოს. 2015 წლის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოდან თხილის ექსპორტი და შეადგინა 149.1 მლნ აშშ დოლარი. ამ მაჩვენებლით საექსპორტო პროდუქციიდან თხილს მეორე ადგილი უკავია, რაც უდაოდ მაღალი მაჩვენებელია. საექსპორტო პოტენციალის გაზრდა შესაძლებელია თუ თხილის ღირებულებათა ჯაჭვში ყურადღება მიექცევა თხილის ფერმერულ მეურნეობაში განსახორციელებელ ღონისძიებებს: 1.თხილის ბაღის გასაშენებელი ნაკვეთის საველე და ლაბორატორიული შესწავლა; 2.ნიადაგის დამუშავება-მომზადება; 3.ნიადაგის განოყიერება; 4.პლანტაციის გაშენებამდე პლანტაციის მოწყობა; 5.ბაღის გაშენება, სხვლა ფორმირება; 6.ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება და სხვა. გასულ წელს თხილის მოსავლიანობის რაოდენობასა და ხარისხზე განსაკუთრებით იმოქმედა მავნებელ-დაავადებებმა, რომლებმაც პლანტაციების 70-80% დაფარა. ყოველივე ეს აისახა თხილის რაოდენობასა და ხარისხზე. შემცირდა თხილის გულის გამოსავლიანობაც 42 % დან დაიწია 30%მდე. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თხილის მეურნეობაში განსახორციელებელი აგროტექნიკიდან მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებიდან დავიწყოთ. განსაკუთრებით პრობლემური იყო და იქნება დასავლეთ საქართველოში გასულ წელს გავრცელებული ახალი მავნებელი ე.წ ყავისფერი მარმარა ბაღლინჯო,რომლის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები ჩვენი ქვეყნის მცენარეთა დამცველებისათვის ცნობილი არ იყო. ყავისფერი მარმარა სუნიანი ბაღლინჯო Halyomorpha halys (Stäl) (ნახევრადხეშეშფრთიანები – Pentatomidae) ინვაზიური მავნებელი მწერია გავრცელების ბუნებრივი არეალით იაპონიაში, სამხრეთ ჩინეთსა და კორეაში. 1990–იანი წლების ბოლოსპოპულაციები დამკვიდრდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 2000–იანი წლების შუა პერიოდში – ევროპაშიც. საქართველოში პოპულაცია პირველად აღინიშნა 2015 წელს, ხოლო თხილის კულტურის პირველი მნიშვნელოვანი ზარალი 2016 წლის სეზონზე იქნა რეგისტრირებული. ყავისფერი მარმარა სუნიანი ბაღლინჯოს მიერ თხილის დაზიანება მთელი სეზონის განმავლობაში გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პოპულაცია ერთნაირად იკვებება სეზონის მანძილზე, ბაღლინჯოს სტილეტის მიერ მიყენებული ზიანი განსხვავდება კვების პერიოდის მიხედვით. 2016 წლის სეზონზე თხილის კულტურის ძლიერი დაზიანება აღინიშნა სამეგრელოს რეგიონში, ხოლო დაზიანების ნაკლები ინტენსივობა – გურიასა და დასავლეთ იმერეთში. 2016 წელს თხილის მწარმოებლების და ექსპორტიორებისათვის მიყენებულმა ეკონომიკურმა ზარალმა დაახლოებით 52.7 – 68.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.პოპულაცია აქვს პოტენციალი თხილის გარდა სხვა კულტურებსაც მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი, მაგალითად, ვაშლისა და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობებს, ბოსტნეულ კულტურებს, როგორებიცაა პომიდორი და წიწაკა, მარცვლეულ კულტურებს, როგორებიცა სიმინდი ან სხვა. ჩრდილოეთ ამერიკიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, კუსებურას ძლიერი ინვაზიის დროს ზარალმა შეიძლება მოსავლის ღირებულების 70%–იც კი შეადგინოს. შუა ატლანტიკის, ჩრდილოეთ იტალიისა და საქართველოს კლიმატური პირობების მსგავსების გამო, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წელიწადში ბაღლინჯოს ორი თაობის განვითარება. ნორმალურ პირობებში, გამოზამთრებული ზრდასრულები თავშესაფრებიდან ადრე გაზაფხულიდან შუა ივნისამდე გამოდიან და მაშინვე იწყებენ კვებას მასპინძელ მცენარეებზე. ბაღლინჯოს იმაგოებისა და ნიმფებისთვის რეგისტრირებულია 300–ზე მეტი მასპინძელი მცენარე, სხვადასხვა მცენარეზე ცხოვრების და რეპროდუქციის უნარი და ასევე, ზრდასრული კუსებურას უკონტროლო გადაადგილების უნარი სხვადასხვა მასპინძელ მცენარეზე. მისი უკონტროლო გადაადგილება(მას შეუძლია ფრენა) მასთან ბრძოლას აძნელებს,რადგან წინასწარი პროფილაკტიკური ღონისძიებების დროს,მავნებლობისათვის არ „შეარჩიოს“გატარებული ღონისძიების არეალი. ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რაც განაპირობებს ამ მავნებლის გრძელვადიან და არაპროგნოზირებად არსებობას ბაღებსა თუ ნათესებში. ადრეულ სეზონზე იმაგოები იკვებებიან ნებისმიერ მწვანე მცენარეზე (უპირატესობას ანიჭებენ როგორც კულტურულ, ასევე ველურ კურკოვან ხილს), ზაფხულში ზრდასრულთა თაობა გადაინაცვლებს ნათეს–ნარგაობებზე და იკვებებიან მწიფობაში შესულ ხეხილზე, თხილეულზე და ბოსტნეულზე. კონტროლის არ არსებობის შემთხვევაში ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რაც განაპირობებს ამ მავნებლის გრძელვადიან და არაპროგნოზირებად არსებობას ბაღებსა თუ ნათესებში. ადრეულ სეზონზე იმაგოები იკვებებიან ნებისმიერ მწვანე მცენარეზე (უპირატესობას ანიჭებენ როგორც კულტურულ, ასევე ველურ კურკოვან ხილს), ზაფხულში ზრდასრულთა თაობა გადაინაცვლებს ნათეს–ნარგაობებზე და იკვებებიან მწიფობაში შესულ ხეხილზე, თხილეულზე და ბოსტნეულზე. კონტროლის არ არსებობის შემთხვევაში ბაღლინჯოს მდედრების მიერ დადებული კვერცხები შეიძლება გახდეს ახალი პოპულაციის დასაბამი და შესაბამისად, ზდასრულების ახალი თაობის წყარო. სხვა შემთხვევაში, ხეხილის დაზიანება მხოლოდ მიგრატორი კუსებურას იმაგოების მიერ ხორციელდება. გვიან ზაფხულსა და შემოდგომით როგორც ნიმფების, ისე ზრდასრულების მიერ კვება განსაკუთრებით ინტენსიური ხდება, რადგან ისინი ზამთრის დიაპაუზისთვის ემზადებიან და რესურსებს აგროვებენ. ბაღლინჯოს კვება მცენარეზე (მისთვის ზიანის მიყენება) იწყება ადრე გაზაფხულზე (მაის–ივნისში) და გრძელდება გვიან შემოდგომამდე. ერთმა ნიმფამ ნაყოფი შეიძლება განვითარების 4–6 კვირის განმავლობაში დააზიანოს. სტილეტის (ხორთუმის) მცენარეში ყოველი ჩასობისას მცენარეს ახალი ზიანი ადგება. თხილზე კუსებურას ზიანი შეიძლება აისახოს ცარიელი ნაყოფის (ადრეულ სეზონზე), დაჭმუჭნული გულის (სეზონის შუაგულში) ან/და გაფუჭებული გულის სახით (სეზონის ბოლოს კვების შემთხვევაში). მცირე ბაღჩებსა და მეურნეობებში რეკომედებული აქტივობებია ბაღლინჯოსმონიტორინგის დაწყება მაის–ივნისის პერიოდში. მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად, ხაფანგების განლაგების ადგილები უნდა განისაზღვროს მოსახლეობისგან ზამთრის განმავლობაში მიღებული შეტყობინებების მიხედვით. იმ ადგილებში, სადაც ზამთარში კუსებურას დიდი პოპულაცია აღინიშნა, ხაფანგები უნდა განლაგდეს პლანტაციების საზღვრებთან და კუსებურას პოტენციურ სამალებთან და უნდა მოხდეს ყველა შესაძლო მასპინძელი მცენარის ყურადღებით შერჩევა (ვიზუალური შემოწმება, მცენარეთა გადასინჯვა) . ხეხილის და თხილის ბაღები, სადაც დოკუმენტირებული იქნება კუსებურას არსებობა, შეიწამლება ეფექტური ინსექტიციდებით, რათა აღიკვეთოს ბაღლინჯოსზრდასრულებისა და ნიმფების ახალი პოპულაციის წარმოქმნა. დასავლეთსაქართველოშიგავრცელებულითხილისმავნებელის – ბაღლინჯოსწინააღმდეგბრძოლისმოსამზადებელღონისძიებებთანდაკავშირებითგურიისსამხარეოადმინისტრაციაშისამუშაოშეხვედრაგაიმართა, შეხვედრაზეთხილისმავნებლისწინააღმდეგბრძოლასთანდაკავშირებულისაკითხებიდეტალურადგანიხილესდაწარმოადგინესპირველადიგეგმა–რეკომენდაციები. აღინიშნა,რომ რეგიონში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ეტაპობრივად განხორციელდება. დაისვა საკითხი ბრძოლის ღონისძიებების შესახებ, რომელიცმოიცავს: •მოსახლეობისცნობიერებისამაღლება (ბუკლეტებისდარიგება, სატელევიზიოკლიპი); •მონიტორინგი (სად, რომელ სოფელშია გავრცელებული); •მენეჯმენტი (1,5 ჰა ნაკლები მიწის ნაკვეთის მქონე მოსახლეობის აღრიცხვა, ტექნიკის რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც საჭირო იქნება ამ ამოცანისათვის, მობულური ჯგუფების ტრენინგი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით). შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები გიორგი იაკობაშვილი, ზურაბ ლიპარტია, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო სამსახურის უფროსები. ახალი მავნებლის წინააღმდეგ სურსათის ეროვნული სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს. შემუშავდება ერთობლივი გეგმა, რომელიც მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. კომპლექსური ღონისძიებების გატარების მიზნით, ადგილზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რათა ფერმერებმა ამკუთხით ნაკლები დანაკარგი ნახონ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლანჩხუთის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახური
ახალი მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიებები დაიგეგმა
01/02/2017