ახალდაბაში ღელეს გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

23/06/2017

დაბა ახალდაბაში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად ჩახერგილი ღელეს გაწმენდის სამუშაოები.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, ადგილზე ინტენსიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც ტერიტორიას მთიდან ჩამოტანილი ქვა-ღორღისაგან და მოგლეჯილი ხეებისაგან ათავისუფლებს.
„პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის დროს დაზიანებული წყალსადენის მაგისტრალის ქსელის აღდგენა, 200მ სიგრძის მონაკვეთზე მოეწყობა ახალი წყლის მილები ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება სათავე ნაგებობას. რაც შეეხება დატბორილ კომერციულ და საცხოვრებელ ფართებს მოწვეულია აუდიტი, რომელიც ზარალს დაითვლის. აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოხდება დაზარალებული მოსახლეობისათვის შესაბამისი დახმარების გაწევა და ინფრასტრუქტრურული სამუშაოების წარმოება“- აღნიშნავს გამგებელი.
გაწმენდისა და წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 84 800 ლარი გამოიყო. სამუშაოები 2 კვირის განმავლობაშ გაგრძელდება.
სტიქია დაბა ახალდაბაში 10 ივნისს მოხდა. ადიდებულმა ღელემ მთიდან წამოსული წყლისა და მიწის მასა ვეღარ გაატარა, ცენტრალური გზა გადაკეტა და მოსახლოება დააზარალა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0