ახალდაბაში საფეხმავლო ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

26/06/2017

დაბა ახალდაბაში დასრულდა ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია.
ხიდზე გამოიცვალა ამორტიზებული სავალი ნაწილი, მის ნაცვლად მოეწყო პოლიმერული მასალა. ჩატარდა ლითონის კონსტრუქციებისა და მოაჯირების სამღებრო სამუშაოები, კეთილმოეწყო ასევე მისასვლელი კიბები და გზა.
ხიდი წლებია დაზიანებული იყო და მოსახლეობის გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა.
აღსანიშნავია, რომ წელს განხორციელდა ასევე სოფელ ჩითახევის, სოფელ ბეშეთისა და სოფელ ყვიბისის ხიდების რეაბილიტაცია.
პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 94 631 ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0