ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართული სპორტულ ცხოვრებაში და მათი მხრიდან სპორტის ყველა სახეობაში დაინტერესება მაღალია

29/09/2023

კახეთში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი შეხვედრა გაიმართა
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი მეძმარიაშვილს და კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში სპორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობას და ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას.

“ბოლო წლების მანძილზე, კახეთის რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 194 სპორტულ მოედანს და 27 დარბაზს. აშენდა 108 სპორტული მოედანი და 19 დარბაზი. სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა გრძელდება და სპორტის მიმართულებით დაგეგმილია სხვადასხვა პროექტის განხორციელება მუნიციპალიტეტებში,”- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალგაზრდული ცხოვრების მიმართულებით არსებულ ვითარებას. თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის განცხადებით მუნიციპალიტეტში მალე დასრულდება ჩოგბურთის კორტების და გივი ჩოხელის სახელობის ფეხბურთის სათადარიგო სტადიონის მშენებლობის პროცესი.

“ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართული სპორტულ ცხოვრებაში და მათი მხრიდან სპორტის ყველა სახეობაში დაინტერესება მაღალია. ვცდილობთ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ სპორტული ინფარასტრუქტურის განვითარებას მუნიციპალიტეტში,” – აღნიშნა ლევან ანდრიაშვილმა.

“შედგა შეხვედრა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, შემდეგ კი დავათვალიერეთ სპორტული ობიექტები თელავის მუნიციპალიტეტში. მინდა აღვნიშნო, რომ კომიტეტმა, რაც ვნახეთ დღეს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რადგან თელავში, დაგვხვდა ძლიერი სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც მოიცავს ფეხბურთის და რაგბის სტადიონებს, დარბაზებს, ჩოგბურთის კორტებს, რომელიც ერთ წელიწადში არნახულად შეიცვალა და ახალი ინფრასტრუქტურა შეიქმნა. აღნიშნულ კორტებზე შეიძლება საერთაშორისო ტურნირების ჩატარება, თელავში სპორტული ინფრასტრუქტურა ნორმალურ მდგომარეობაშია და გამზადებულია იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიტვირთოს.” – აღნიშნა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0