ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest -ი გაიმართა

25/06/2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართა. დასაქმების ფესტივალი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ გახსნა. ახალგაზრდებს სიტყვით ორგანიზატორებმაც მიმართეს: მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ფონდი „კრისტალის” თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე. Job Fest – ახალი შესაძლებლობა ახალგაზრდების დასაქმებისთვის. დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ 18-დან 29 წლის ჩათვლით ასაკის ახალგაზრდებს, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს. პირველად, ამ სეგმენტისთვის 80-მდე დამსაქმებელმა (სახელმწიფო და კერძო სექტორი) 900 -ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. ფესტივალი მიზნად ისახავს: დამსაქმებლების და სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდების დაკავშირებას. სპეციალურად, Job Fest – ისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-პორტალზე Worknet.gov.ge-ზე შეიქმნა ახალი სოფტი, რომლის მისამართია www.jobfest.ge რეგისტრაციის პროცესი 14 ივნისს დაიწყო და 24 ივნისს 24.00 სთ–ზე დასრულდა. რეგისტრაცია 2300-მდე სამუშაოს მაძიებელმა ახალგაზრდამ გაიარა. Job Fest – ში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია განთავსდა www.studentjob.ge -ზე, სამუშაოს მაძიებელს საშუალება ჰქონდათ წინასწარ გაცნობოდნენ ვაკანსიებს, რომ ფესტივალზე გამარტივებოდათ, უკვე შერჩეულ კომპანიებთან დაკავშირება და გასაუბრება. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანი იყო. ღონისძიებაზე დამსაქმებლები სპეციალურად მათთვის გამოყოფილ სივრცეში იყვნენ წარმოდგენილნი. გარდა ამისა, მოეწყო „წარმატების კუთხე“, მოტივაციის ამაღლების მიზნით, სადაც დამსწრეებმა მოისმინეს სპიკერების გამოსვლები, დასაქმების მსურველებს წარმატებული ადამიანების კარიერული წინსვლის შესახებ რეალური ინფორმაციის გაგების შესაძლებლობა მიეცათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მათთვის განკუთვნილ სივრცეში წარმოადგინეს უწყებაში სტაჟიორებისთვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილები, ასევე, გააცნეს ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროვაიდერების შესახებ. საუბარი იყო, პროფესიული განათლების როლსა და მნიშვნელობაზე, როგორც დასაქმებისკენ მიმავალ უმოკლეს გზაზე. ერთ–ერთ სივრცეში კი, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიის #განიკურნე, ფარგლებში C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ჩატარდა. ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ, ჩართულიყვნენ კამპანიაში, ჩაიტარეს სკრინინგი და იქვე გაიგეს პასუხი. ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი და პროექტი – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ (YES Georgia), რომელსაც ახორციელებს ფონდი კრისტალი PH International-თან და მისო კრისტალთან ერთად USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, „პალიტრა მედიის“ ბიზნესლიტერატურის პროექტი „ლურჯი ოკეანე”; წყალი „სნო

Tweet about this on TwitterShare on Facebook0