აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წელს განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხილვა გაიმართა

16/09/2016

სასტუმრო შერატონ ბათუმში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წელს განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე სტუმრებს აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ 2017 წელს განსახორციელებელი პროგრამებისა და მათი სპეციფიკის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
საჯარო განხილვაში მონაწილეობას ღებულობდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე. რეგიონის ხუთივე მუნიცპალიტეტის გამგეობებისა და საკრებულოების, ასევე, შოთა რუსთავლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მედიის, არასათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ფერმერები.

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს 2017 წლის პროგრამები. კერძოდ: სასათბურე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობა ა.მ.ა.გ.ი (აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება), მაღალეფექტიური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება. შეხვედრაზე მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონალურ და ცენტრალურ სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის კოორდინაციის გაზრდა პროგრამული პროექტების განხორცილების კუთხით. ლაშა კომახიძემ ასვე ხაზი გაუსვა ფერმერთა გაერთიანებების და რეალიზაციის ალტერნატიული სისიტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. შეხვედრაზე ასევე წარმოადგენილი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის პირველადი გეგმა. შეხვედრის ბოლოს კი მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით გააცნო თუ როგორ სამზადისშია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კი კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. 2017 წლის პროგრამები დადებითად შეაფასეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ფერმერებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

სამინისტროს 2017 წლის ბროგრამული ბიუჯეტი განისაზღვრა 6 300 400 ლარით, რაც 2016 წლის პროგრამების ბიუჯეტთან შედარებით 2 741 354 ლარით მეტია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0