აჭარის რეგიონის ტურისტულ სექტორთან შეხვედრა გაიმართა

13/08/2021

ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვისთვის, რეგიონში ოპერირებადი განთავსებისა და კვების ობიექტების მენეჯმენტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან, ბექა ფერაძესთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა პროცესში სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას. ბოლო სამი დღის მონაცემებით, დაჯარიმდა 20-ზე მეტი და დაილუქა 10-მდე ბიზნეს ობიექტი. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ყურადღება გამახვილდა, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების მართვის პროცესში, განთავსების ობიექტების გამოყენებას ეხებოდა. აღნიშნული მოდელი ინფიცირებულებისთვის სამედიცინო სერვისების კოვიდ-სასტუმროებში მიწოდებას ითვალისწინებს.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა. მიმართვის შემდეგ, აუდიტორიის მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0