საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, აშშ საქართველოში დამოუკიდებელ სასამართლოს უჭერს მხარს. ამის შესახებ ელჩმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაზე კითხვის კომენტირებისას განაცხადა.
„ეს განცხადება არ მინახავს, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. ვიტყოდი მხოლოდ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი ინვესტირება გვაქვს ჩადებული ქართულ დემოკრატიაში, რომლის მნიშვნელოვანი საყრდენი არის სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი პოლიტიკური დაშინებისგან და კონტროლისგან. ვიცი, რომ მთავრობას ამის მტკიცედ სჯერა და ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა იან კელიმ.