აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი გენერალურ აუდიტორს შეხვდნენ

25/10/2017

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი, დუგლას ბოლი გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს და გენერალური აუდიტორის მოადგილეს, ეკატერინე ღაზაძეს შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ორმხრივ თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე სახელწიფო აუდიტის სამსახურისა და USAID-ის ერთობლივი რამდენიმე პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და მუშაობა ახალი პროექტების მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0