„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რომ შეერთებული შტატები მყარად უჭერს მხარს ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არის გამოხატული არა მხოლოდ განცხადებებით, არა მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მხარდაჭერით, არამედ, ასევე, კონკრეტული აქტებით“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სენატორების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტის ინიცირებას.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მიღებული არაერთი სამართლებრივი აქტით უზრუნველყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა.
„ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ შეერთებული შტატები მყარად უჭერს მხარს ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არის გამოხატული არა მხოლოდ განცხადებებით, არა მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მხარდაჭერით, არამედ, ასევე, კონკრეტული აქტებით. არაერთი სამართლებრივი აქტი იქნა მიღებული ბოლო წლების განმავლობაში, რომლითაც პრაქტიკულად არის, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი ჩვენი არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ესეც არის ამის მორიგი გამოვლინება და ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.