აღნიშნული დახმარება განკუთვნილია ფერმერებისთვის, რათა მათ შეძლონ პროდუქციის ევროპული სტანდარტით წარმოება

27/05/2016

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) საფინანსო შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატერინა მატერნოვა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანუშ ჰერმანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ესწრებოდნენ.
საფინანსო შეთანხმებას ხელი ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ კატერინა მატერნოვამ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მოაწერეს.
„ზოგადად ის რეფორმები რომელიც ხორციელდება ჩვენ ევროპულ გზაზე ყოველთვის არის მხარდაჭერილი ევროკავშირის მიერ. ემპარდი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა ამ გზაზე, რომელიც ეხმარებოდა სოფელს და
ზოგადად ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება ჩვენს ევროპულ გზაზე ყოველთვის არის მხარდაჭერილი ევროკავშირის მიერ. ENPARD I – იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა ამ გზაზე, რომელიც ეხმარება სოფელს და სოფლის მეურნეობის განვითარებას. საქართველოს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ პროგრამებთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის დარგის თანამიმდევრული და მდგრადი განვითარების საშუალებას იძლევა. ეს კი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ENPARD II, რომელიც 50 მილიონი ევროს მხარდაჭერას გულისხმობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითრებას და ჩვენი ფერმერების კონკურენტუნარიანობის გააძლიერებას მოხმარედება”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
პროგრამის განხორცილება 2016-2019 წლებშია დაგეგმილი და მისი მიზანი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაა.
პროგრამის მთლიანი ბიჯეტი 50 მილიონი ევროა, რაც საბიუჯეტო, საგრანტო და ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას, რომელიც წლების განმავლობაში ევროკავშირის სხვადასხვა მიმართულების საბიუჯეტო პროგრამისა და ინტრუმენტის საშუალებით ხორციელდება.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველო ახალი რეალობისა და გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება მოვახდინოთ როგორც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება, ასევე ევროპულ ბაზრებზე ინტეგრაცია და ინსტიტუციური განვითარება.
„ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) ფარგლებში 2015 წელს უკვე დაიწო სამი საპილოტე პროექტის განხორციელება ლაგოდეხის, ყაზბეგის და ბორჯომის მუნიციპალიტეტბში. საპილოტე პროექტის მიზანი სოფლის განვითრებისთვის ახალი ინიციატივებისა და პროგრამების ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით შემუშავება წარმოადგენს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
როგორც ღონისძიებაზე კატერინა მატერნოვამ აღნიშნა, რომ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დღეს ხელმოწერილი ევროკავშირის დახმარების პროექტი ითვალისწინებს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხელშეწყობას.
,,აღნიშნული დახმარება განკუთვნილია ფერმერებისთვის, რათა მათ შეძლონ პროდუქციის ევროპული სტანდარტით წარმოება. პირადად ჩემთვის ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის დახმარებით შესაძლებელი გახდა ქართული მოცვის ექსპორტზე გატანა. მისასალმებელია ისიც, რომ სასულიერო პირები არიან ჩრთული თაფლის წარმოებაში. მათ წარმოებულ პროდუქციას ევროკავშირში გასვლის პოტენციალი აქვს. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთ სასურველ და სასარგებლო პროგრამას ეწერება დღეს ხელი“, – აღნიშნა კატერინა მატერნოვამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0