აღმაშენებელზე ხანძრის ლოკალიზება 21 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მუშაობის შედეგად მოხერხდა

19/02/2018

ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოში ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ მამუკა ყირიმელმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

“ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 1500 კვ/მ ფართობზე. გამოცხადდა ხანძრის მაღალი ნომერი. მთლიანობაში მობილიზებული იყო 21 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ასი მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ლოკალიზება მოხდა დროულად, დაშავებული არავინ არის. ამჟამად მიმდინარეობს ცეცხლის ცალკეული კერების ჩაქრობის სამუშაოები”, – განაცხადა ყირიმელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0