აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ყველა სოფელთან მისასვლელი გზის მოწესრიგება უნდა დასრულდეს

02/04/2018

რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დაიგეგმა მასშტაბური დასუფთავების აქცია,რომელიც მიმდინარე კვირის ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ჩატარდება. აქციაში ჩაერთვებიან როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
გუბერნატორის დავალებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ყველა სოფელთან მისასვლელი გზის მოწესრიგება უნდა დასრულდეს, რათა მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას და გადაადგილება შესაძლებელი იყოს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.
სამუშაო შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები, ადმინისტრაციის თანამშრომლები, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0