გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საგარეჯოში იმყოფებოდა, სადაც სოფელ უდაბნოში ქარსაფარი ზოლის აღდგენით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.
აქციაში „გაამწვანე უდაბნო“ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი ისეთი სახეობები დაირგო, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისთვისაა დამახასიათებელი და ეკოკლიმატურ პირობებთან ადვილად ადაპტირებადია.
აქციის ფარგლებში, 4000-მდე ფშატის, თეთრი აკაციისა და ჰიბრიდული თუთის სახეობის ნერგები დაირგო. აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება და შემოდგომაზე 2000 ნერგი დაირგვება.
აქცია ,,გაამწვანე უდაბნო”
25/03/2016