აქონდროპლაზიის მკურნალობასთან დაკავშირებით, არასდროს, არავისთვის გვითქვამს უარი

01/05/2023

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, წამლის ხარისხის ლაბორატორიაში, მედიკამენტების ხარისხის გაკონტროლება, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს დაიწყება. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განმარტა, დღეს ლაბორატორია სატესტო რეჟიმში მუშაობს.

„ლაბორატორია სატესტო რეჟიმში დღესაც მუშაობს. სრულად არის დაკომპლექტებული. ვფიქრობ, თვის ბოლოდან რეალურ რეჟიმში შევძლებთ მედიკამენტების ხარისხის გაკონტროლებას. ამაზე სპეციალური ღონისძიებაც გვექნება. მინდა აღვნიშნო, რომ აქონდროპლაზიის მკურნალობასთან დაკავშირებით, არასდროს, არავისთვის გვითქვამს უარი. აქონდროპლაზიის მკურნალობასთან დაკავშირებით, არასდროს გაკეთებულა აქცენტი ბიუჯეტზე, პრობლემას ბიუჯეტი არ წარმოადგენს.
მინდა მშობლებს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ შეთანხმება და ყველა ის პროცესი, რაც აუციელბელია აქონდროპლაზიის მკურნალობის პროტოკოლის ქვეყანაში დანერგვისთვის, გავაგრძლოთ სამინისტროში, სამუშაო მაგიდასთან“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0