პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებულ კრიტიკას პასუხობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მათივე თხოვნით შევიდა.
”აუდიტის სახელმწიფო სამსახური პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა ჩემი თხოვნის საფუძველზე გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო ხარჯებზე და მუდმივად ვკითხულობთ და გვაინტერესებს, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო ხარჯების გაუმჯობესება. შესაბამისად, ეს იყო მიზეზი, თუ რატომაც ვთხოვეთ აუდიტის სამსახურს შემოსვლა. რაც შეეხება აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება პრეზიდენტის სარეზერვო ხარჯებს, აქ არც ერთ შემთხვევაში არ არის საუბარი, რომ რაიმე ტიპის ხარჯი იყო არასწორად გაწეული. აქ არის სარეკომენდაციო ხასიათი, თუ ბიუჯეტის რომელი ნაწილიდან ჯობდა ხარჯის გაწევა. ორივე არის ბიუჯეტის ფული მოგეხსენებათ, უბრალოდ საუბარი იყო თუ ბიუჯეტის რომელი ნაწილიდან იქნებოდა უფრო ეფექტური ხარჯის გაწევა. ჩვენ დავეთანხმეთ, რადგან ეს არანაირი პრინციპული საკითხი არ იყო”, – განაცხადა აბაშიშვილმა.
აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებში, რომლებიც პრეზიდენტის სარეზერვო ხარჯებს ეხება, არ არის საუბარი, რომ რაიმე არასწორად იყო გაწეული
24/07/2017