ასფალტის საფარი სოფელ სავანის საუბნო გზაზე იგება

27/04/2016

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში მეფრინველეობის ფაბრიკის და იტავაზის კვარცის ქვიშების კარიერისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარის ეწყობა.
დღეს, მიმდინარე სამუშაო მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ნადირაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
ამჟამად ასფალტი 280 მ სიგრძის გზაზე იგება, აღნიშნული პროექტი გარდამავალია.რაც იმას ნიშნავს, რომ 2 კმ-სა და 300 მ სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი სამომავლოდ სრულიად დაიგება. სამუშაოს შ.პ.ს. “ნიუ როუდი” 77 776 ლარად ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0