ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებების საერთო კრებები ჩატარდა სოფლებში:ძველში, ჭობარეთში, ორგორაში, საყუდაბელში, რუსთავში და იდუმალაში,ხოლო კონსულტაცია გაიმართა სოფელ ოშორაში. საერთო კრებებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, მერის პირველი მოადგილე დავით პაპაშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით დასახლებებში შემდეგი პროექტები შეირჩა:
სოფელი ძველი – თავშეყრის ადგილის მშენებლობა.
სოფელი ჭობარეთი – თავშეყრის ადგილის რეაბილიტაცია.
სოფელი ორგორა- სასმელი წყლის სისტემისა და სარწყავი არხის რეაბილიტაცია.
სოფელი საყუდაბელი-სასმელი წყლის სისტემისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია.
სოფელი იდუმალა -გარე განათების რეაბილიტაცია
სოფელი ოშორა- გარე განათების მოწყობა.
სოფელი რუსთავი- სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად თუ რა ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.
პროექტების შერჩევა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.
მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.