დღეს,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ, გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე პაპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა მელიქიძემ და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანში, 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი, ტარიელ ქამაშიძე გაიხსენეს და მისი სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.მემორიალთან ტარიელ ქამაშიძის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.
ასპინძის მუნიციპალიტეტში 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირს პატივი მიაგეს
08/08/2016