ასპინძაში ქუჩების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

27/06/2017

სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს დაბა ასპინძაში სარგის თმოგველის, ერისთავის, ჩახრუხაძის, სარაჯიშვილის, ბესიკის და კლდიაშვილის ქუჩებზე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სანიაღვრე-სარწყავი სისტემის, საყრდენი კედლებისა და გზის სავალ ნაწილზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობა.

სამუშაოები რეგიონული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 489 500 ლარით ფინანსდება. პროექტის განხორციელებით ჯამში 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზა მოწესრიგდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0