ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში 7 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 4 200 000 ლარს შეადგენს. პროექტი მომზადდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ. ასკანის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის შემდეგ, ასკანის გზის რეაბილიტაცია იქნება მეორე მასშტაბური პროექტი, რომელიც ასკანის ტერიტორიულ ერთეულში განხორციელდება. სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 7 თვეს მოიცავს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გზის მოვლა-პატრონობას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
ასკანის გზის რეაბილიტაცია დაიწყო
07/09/2016