არ მინდა ვიფიქრო, რომ განათლების მინისტრს ნერვებმა უღალატა

12/03/2016

არ მინდა ვიფიქრო, რომ განათლების მინისტრს ნერვებმა უღალატა, – განაცხადა ლადო პაპავამ.

“ძალიან კარგს აკეთებს, რომ მოდის განათლების მინისტრი, ჩვენ ძალიან კარგი, პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, ეტყობა რაღაც გაუგებრობა იყო, ის განცხადება, რაც მოვისმინე. იმედი, მაქვს, რომ ნერვები არავის უღალატებს. ვგულისხმობ უნივერსიტეტის მმართველობითი ორგანოების არაეფექტიან საქმიანობაზე გაკეთებულ განცხადებას. ეს არის გაუგებრობა და არ მინდა ვიფიქრო, რომ განათლების მინისტრს ნერვებმა უღალატა”, – განაცხადა პაპავამ.

რაც შეეხება სტუდენტებთან მინისტრის შეხვედრას, თსუ-ს რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია და როდესაც უნივერსიტეტში ხდება ის, რაც დღეს ხდება, განათლების მინისტრის დაინტერესება, ბუნებრივია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0