სინამდვილეში პოლიცია ვერანაირ გავლენას არჩევნებზე ვერ მოახდენს, – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
“მე არ მგონია, რომ პოლიციას ტრენინგი სჭირდებოდეს დარღვევების პრევენციისთვის. მე მივუთითებდი, რომ ნაკლები ილაპარაკონ და მეტი იმოქმედონ კანონის ფარგლებში, თუ როგორია კანონი ჰკითხეთ ჩვენს იურისტებს, მათ შორის თამარ კორძაიას, რომელიც გეტყვით, რომ მთლად კანონიერს არ გავს ეს გადაწყვეტილება. სინამდვილეში პოლიცია ვერანაირ გავლენას არჩევნებზე ვერ მოახდენს, იმიტომ, რომ მცდელობა შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ძალიან ბევრი პარტიაა დაინტერესებულ, რომ არჩევნები წესიერად ჩატარდეს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
შს მინისტრის ბრძანებით, საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება. ბრძანება ასევე ითვალისწინებს პოლიციელთა ადგილებზე გადამზადებას არჩევნების დღეს მათი უფლებება-მოვალეობებისა და არჩევნების პროცესში მონაწილე პირებთან ურთიერთობების მიმართულებით.