არ მგონია, რომ პოლიტიკოსები უფრო კომპეტენტურნი არიან, ვიდრე პროკურატურა

22/06/2016

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, გია ვოლკი ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროკურატურის დასკვნაში ორი აზრი არ არსებობს.
,,კიწმარიშვილის საქმეზე პროკურატურის დასკვნაში ორი აზრი არ არსებობს. არსებულ მასალებს დიდ ხნის განმავლობაში სწავლობდნენ. ძალიან გული მწყდება, რომ ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის. ამასთან დაკავშირებით, მე არ მგონია, რომ პოლიტიკოსები უფრო კომპეტენტურნი არიან, ვიდრე პროკურატურა“, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღეს საქართველოს პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ძიება დაასრულა. პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0