არ მგონია, რთული იყოს გასაგებად, რა ითქვა

04/03/2016

ვისაც უნდა გაიგოს რა ითქვა, არ მგონია, რთული იყოს გასაგებად, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
ხიდაშელი ფიქრობს, რომ ამ საკითხზე ნათლად გაკეთდა განცხადებები გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის, დღეს კი პრემიერ-მინისტრის მხრიდან.
“ამიტომ, მე არ მგონია, რომ რამე რთულია გასაგებად მათთვის, ვისაც უნდა გაიგოს რა ითქვა. მე ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ორივე მხარემ, კოალიციის ორივე სუბიექტმა – “რესპუბლიკელებმა” და პრემიერმა, როგორც “ქართული ოცნების” ლიდერმაც გააკეთეს განცხადებები”, -განაცხადა ხიდაშელმა.
ამასთან, მინისტრმა დაადასტურა, რომ არც კოალიციის და არც თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0