სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში დასრულებულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. დასრულდა ლაჩთა-შეუბნის გზის ასფალტირების სამუშაოები, ღირებულებით 790 009ლარი. შემსრულებელი-შ.პ.ს “რაჭა 2005.” დაფინანსების წყარო-მთის ფონდი. დასრულდა ბარი-მრავალძლის გზის ასფალტირების სამუშაოები, ღირებულებით : 1 564 138,65ლარი. რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა სამუშაოების შესრულების ხარისხზე და აღნიშნა,რომ რეგიონის მასშტაბით ყველა შემსრულებელმა ვადების დაცვით და მაღალი ხარისხით უნდა შეასრულოს სამუშაოები.
არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტში დასრულებულ პროექტებს გაეცნო

Thursday December 5th, 2019