არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლას ესტუმრა

08/05/2019

სახელმწიფო რწმუნებული ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლას ესტუმრა და პედაგოგებისგან სასწავლო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. იგი პედაგოგებისა და მოსწავლეების მიღწევებს გაეცნო და მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრები დაათვალიერა. არჩილ ჯაფარიძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა რათა სკოლის ადმინისტრაციამ და დამხმარე ტექნიკურმა პერსონალმაც ისარგებლოს მთის კანონში გათვალისწინებული დანამატით. რწმუნებულმა ხაზი გაუსვა შეხვედრების უშუალო ფორმატის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი კომუნიკაცია სკოლებში არსებული ვითარების უკეთ შესწავლის საშუალებას იძლევა, რაც ხელისუფლებას ეხმარება პრობლემების უკეთ გააზრებასა და მათი გადაჭრისათვის ოპტიმალური გზების მოძიებაში. მან პედაგოგებს რეგიონში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, ასევე გააცნო სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების კუთხით მოქმედი სახელმწიფო პროგრამები. რწმუნებული შეხვედრაზე ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0