არჩილ ჯაფარიძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის ხელმძღვანელებს შეხვდა

30/01/2018

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის ხელმძღვანელებს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაცია ,,FAO”-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ძირითად მიზანს, რაჭაში, სამონადირეო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ამ თვალსაზრისით ევროპული ტიპის სამონადირეო მეურნეობის შექმნასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია ,,FAO”-ს დაფინანსებით, საპილოტე პროექტის განხორციელება ლუხუნის ხეობაში იგეგმება.
სამონადირეო მეურნეობის შექმნა ხელს შეუწყობს ცხოველთა სახეობების აღდგენას, მხარეში ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებას, მოსახლეობის დასაქმებას და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას…

Tweet about this on TwitterShare on Facebook0