არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო

09/07/2019

მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მუნიციპალიტეტის მერთან-ზვიად მხეიძესთან და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. ხელმძღვანელებმა ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის სახელშეკრულებო თანხაა – 1 410 398ლარი. სამუშაოები დასრულდება 2020წელს. აღნიშნული გზა სამი სოფლის მოსახლეობას ერთმანეთთან და ცენტრალურ გზასთან დააახლოებს.

სამუშაოების დათვალიერებისას, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფ.თლუღის მოსახლეობა შეხვდა და მიმდინარე პროექტების გამო კმაყოფილება გამოხატა. დასრულების ფაზაშია ქ.ამბროლაურში, გურგენიძის ქუჩის ასფალტირების მეორე რიგის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ტურისტულად მიმზიდველ ადგილამდე მიდის.
აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის შედეგად, ტურისტები ჩანჩქერთან განახლებული გზით მივლენ.
პროექტის სახელშეკრულებო თანხაა – 665 777ლარი.
ასევე,დასრულების ფაზაშია სოფ.ჭელიაღელეში სპორტული მოედნის მოწყობა. სპორტის განვითარება და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ამ მიმართულებით რეგიონში მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება.
გარდა ამისა, რწმუნებულმა სოფ.კრიხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოებს ასრულებს შპს “ამბროლაურის ავტოგზა N10”. სახელშეკრულებო თანხაა- 475 710ლარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0