სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
ქ.ამბროლაურში დასრულების ფაზაშია სტადიონის მე-3 რიგის სამუშაოები. სახელშეკრულებო თანხაა 627 774ლარი.
სამუშაოების დაწყება- დასრულების ვადებია: 16/04/2019-25/07-2019წწ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ქუჩის ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები. შემსრულებელი “შპს გეო გრინი”. სახელშეკრულებო თანხაა- 57 475,5ლარი. დაწყება-დასრულების ვადებია: 10/05/2019-08/07/2019წწ.
სოფ.ველევში მიმდინარეობს სპორტული მოედნის მოწყობა. სახელშეკრულებო თანხაა- 26 970ლარი.
სოფ.გორში მიმდინარეობს სპორტული მოედნის მოწყობა.
სახელშეკრულებო თანხაა-38 449ლარი.
მიმდინარეობს კრიხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამუშაოებს ასრულებს შპს “ამბროლაურის ავტოგზა N10”.
სახელშეკრულებო თანხაა- 475 710ლარი.
ხიდიკრის თემში მიმდინარეობს “ქვეშვაკის ხიდის” რეაბილიტაცია. შემსრულებელი ი.მ”დავით კობახიძე”.
სახელშეკრულებო თანხაა-13 659ლარი.