სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა გიორგი მაქარაშვილმა,
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ხელმძღვანელები წესი-ურავის საავტომობილო გზის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, რომლის ღირებულება 19 671 177ლარს შეადგენს, პროექტის ფარგლებში დაიგება 14 კმ-იანი საავტომობილო გზა.
რწმუნებულმა ქ.ამბროლაურში ქუჩების ცემენტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 321 115ლარს შეადგენს.
არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
20/09/2019