არჩილ ჩიქოვანი გზის გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო

27/02/2017

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში გზებზე არსებულ ვითარებას გაეცნო. შუახევი-თერნალის საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია დეპარტამენტის ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დეპარტამენტის უფროსი აღნიშნულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.არჩილ ჩიქოვანს ინფორმაცია შუახევის წარმომადგენელმა მიაწოდა. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოძრაობა დღის ბოლომდე სრულად აღდგება. არჩილ ჩიქოვანმა დღესვე ქედა-ოქტომბერი-გოგინიძეების საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გაწმენდითი სამუშაოებიც დაათვალიერა. აღნიშნული გზა ამ ეტაპზე უკვე გაწმენდილია და ტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0